პოლიტიკა
მიხაილ მიშუსტინი მსოფლიოში 50 ყველაზე გავლენიანი ებრაელის სიაში მოხვდა

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი The Jerusalem Post-ის მიერ შედგენილ მსოფლიოში 50 ყველაზე გავლენიანი ებრაელის სიაში მოხვდა.
რუსეთის მთავრობის მეთაურმა სიაში მე-18 ადგილი დაიკავა.
პირველ სამ ადგილს იკავებენ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და მოსადის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი დევიდ ბარნეა.
სიაში ასევე მოხვდნენ ტექნოლოგიების ლიდერები სემ ალტმანი, მარკ ცუკერბერგი (33-ე ადგილი) და ჰოლივუდის მსახიობი გალ გადოტი (45-ე ადგილი).







