ეკონომიკა
„თურქეთის ავიახაზები“ ერევანში ფრენების დაწყების შესახებ აცხადებს

ეროვნული ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზები“ ფრენების ქსელის გაფართოებას აგრძელებს. ცნობილია, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა რეგულარული რეისების განხორციელება ტიმიშოარაში (რუმინეთი) და ერევანში, შესაძლებლობებისა და ბაზრის პირობების გათვალისწინებით. ახლად გახსნილი მარშრუტები სტრატეგიული მნიშვნელობის მქონედ ითვლება, განსაკუთრებით რეგიონული კავშირისა და ტურიზმის თვალსაზრისით. „თურქეთის ავიახაზების“ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ბალკანეთთან და კავკასიასთან საჰაერო ტრანსპორტის ქსელის გაძლიერებას“, – ნათქვამია განცხადებაში. ავიაკომპანია ფრენების თარიღებისა და სიხშირის დეტალებს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.







