პოლიტიკა

ჩეხეთმა კიდევ 5 ქართველი მაღალჩინოსანი დაასანქცირა

Netgazeti.ge წერს, რომ ჩეხეთმა კიდევ 5 ქართველი მაღალჩინოსანი დაასანქცირა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დასანქცირებულია „საქართველოს რეჟიმის ხუთი წარმომადგენელი  – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამი მოსამართლე და ერთი პროკურორი“.

ჩეხეთის საგარეო უწყების განცხადებით, დასანქცირებული პირები პასუხისმგებელი არიან 2024-25 წლებში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სასტიკ დარბევაზე.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოს“, – აცხადებს ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ჩეხეთის მიერ სანქციები დაუწესდათ:

  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს, რომელმაც, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საჯაროდ დაიცვა ძალის გამოყენება და ძალადობა მომიტინგეების წინააღმდეგ.
  • მოსამართლე კობა ჩაგუნავა,
  • მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი,
  • მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია,
  • პროკურორი ლაშა კოტრიკაძე.

იანვრის ბოლოს ჩეხეთმა ასევე დაასანქცირა სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მირზა კეზევაძე. ასევე, საპატრულო პოლიციის მაშინდელი უფროსი ვაჟა სირაძე.

სანქციების სიაში მოხვედრა ნიშნავს, რომ შესაბამის პირებს ეკრძალებათ ჩეხეთში შესვლა და დარჩენა, ჩეხური ორგანიზაციების მეშვეობით ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქციის განხორციელება ან ქვეყანაში ნებისმიერი აქტივის გაყინვა.

ნახეთ მეტი
Back to top button