მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ ფაშინიან-ალიევის შეხვედრის დეტალები გაავრცელა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 2025 წლის 2 ოქტომბერს დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-7 სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.

“Armenpress”-ის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია იუწყება, რომ მხარეებმა ხაზი გაუსვეს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ჯ. ტრამპის მიერ ინიცირებული ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის შეთანხმებების მნიშვნელობას. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ მუშაობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის შემდგომი განმტკიცების მიმართულებით.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვეს რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების სარგებელს, განიხილეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრესი და სომხეთის ტერიტორიაზე “TRIPP” პროექტის განხორციელება და გაცვალეს მოსაზრებები ვაშინგტონის დეკლარაციის განხორციელებასთან დაკავშირებით.

ამ კონტექსტში, მხარეები მიესალმნენ ეუთოს მინსკის პროცესის და ყველა მასთან დაკავშირებული სტრუქტურის შეჩერების ერთსულოვან გადაწყვეტილებას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ნდობის აღდგენის ზომების შემდგომი განხორციელების აუცილებლობას და შეთანხმდნენ კონტაქტების გაგრძელებაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button