უნგრეთის ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოუხადოს სომეხ ხალხს – მამიჯანიანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეაში გამოსვლისას

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეის პლენარულ სხდომაზე „უნგრეთის მიერ ევროპის საბჭოს წევრობის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების“ შესახებ ანგარიშის განხილვისას, ეროვნული კრების ფრაქციის „მაქვს პატივი“ ხელმძღვანელი ჰაიკ მამიჯანიანი სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა:
„მინდა შევეხო რამდენიმე ფაქტს, რომლებიც უნგრეთის ხელისუფლების ქცევის ნიმუშებს აჩვენებს.
ყველამ იცით, რომ 2004 წელს, უნგრეთში გამართული ნატოს ღონისძიების დროს, აზერბაიჯანელმა მონაწილემ ნაჯახით მოკლა სომხეთის შეიარაღებული ძალების ოფიცერი, გურგენ მარგარიანი, როდესაც მას ეძინა. 2012 წელს უნგრეთმა მკვლელი აზერბაიჯანს გადასცა, სადაც ის დაუყოვნებლივ შეიწყალეს, ახალი სამხედრო წოდება მიანიჭეს და ბინა მისცეს. ევროპის საბჭოს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა განაცხადა, და მე ციტატა მომყავს: „მსჯავრდებული მკვლელის განდიდება და მისი გმირად გადაქცევა მიუღებელია“. თუმცა, დღემდე, უნგრეთის ხელისუფლებას ოფიციალური ბოდიში არ მოუხდია. ისინი ვალდებულნი არიან ბოდიში მოუხადონ სომეხ ხალხს.
ხუთი წლის შემდეგ, აზერბაიჯანის მიერ ფულის გათეთრების სქემის გამოძიების შედეგად, გაირკვა, რომ 2012 წელს, საფაროვის ექსტრადიციის დღეს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მდებარე MKB ბანკის ანგარიშზე 9 მილიონ დოლარზე მეტი გადაირიცხა.
მე კონკრეტულად გამოვიყენე ფრაზა „ქცევითი ნიმუშები“. წელს, როდესაც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს სომხეთისთვის ევროპის მშვიდობის ფონდიდან „არალეტალური“ სამხედრო დახმარება გამოეყოთ, უნგრეთმა ვეტო დაადო ამ გადაწყვეტილებას. უფრო მეტიც, პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის თავდასხმამდე სულ რაღაც რამდენიმე თვით ადრე, ბუდაპეშტმა უკვე მოაწერა ხელი კონტრაქტებს, რათა დახმარებოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის „სოფლებში რეკონსტრუქციის სამუშაოებში“, აღნიშნა მამიჯანიანმა.







