კულტურამთავარი

ფილმის „ტიგრან დიდის“ მსოფლიო პრემიერა ფასადენაში გაიმართება

18 ოქტომბერს, კალიფორნიაში გაიმართება ახალი ფილმის მსოფლიო პრემიერა, რომელიც სომხეთის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მმართველს, მეფე ტიგრან II დიდს ეძღვნება. ჩვენება ორგანიზებულია ორგანიზაციის ,,გაერთიანებული სომხები“-ს  მიერ Pasadena Performing Arts Center-ში, იტყობინება The Armenian Report.

„ტიგრან დიდი“ აერთიანებს დოკუმენტურ და მხატვრულ ელემენტებს, რათა მოგვიყვეს ლეგენდარული სომეხი მეფის სიდიადისა და მემკვიდრეობის ისტორია. ტიგრან II ტახტზე ავიდა ძვ.წ. I საუკუნეში, სომხეთი გადაიქცა „ზღვიდან ზღვამდე“ გადაჭიმულ იმპერიად და სწორედ ამ პერიოდში მიაღწია ქვეყანამ უდიდეს პოლიტიკურ და კულტურულ აყვავებას.

ფილმი ავლენს მეფის ბრძოლასა და მიღწევებს, ასევე მის ერთგულებას თავისი ხალხის მიმართ. შემქმნელები ცდილობენ გააცოცხლონ არა მხოლოდ მმართველის იმიჯი, არამედ ერის სულიც, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ატარებდა მის ხსოვნას.

ფილმში მთავარ როლს ასრულებს ცნობილი მსახიობი ალექსანდრე ხაჩატრიანი, რეჟისორია ვაჰა ვარდანიანი, ხოლო პროდიუსერები ტიგრან მანასიანი და ვაჰე ჰაკობიანი. ისინი მას უბრალოდ ფილმზე მეტად აღწერენ: „ეს სომხური ისტორიის, კულტურისა და იდენტობის დაუვიწყარი ზეიმია“.

პროექტის მიზანია სომხური საზოგადოების სიამაყის გრძნობის გაძლიერება და ამავდროულად, მსოფლიო აუდიტორიისთვის სომხეთის მდიდარი წარსულის გაცნობა.

ნახეთ მეტი
Back to top button