მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 8-9 ოქტომბერს ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება.

„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა.

პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მეორე საერთაშორისო კონფერენციაში „გლობალური კარიბჭე“.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები უცხოელ პარტნიორებთან.

ნახეთ მეტი
Back to top button