საზოგადოება

მადრიდის მიმართულებით პირდაპირი რეისები მალე ხელმისაწვდომი ფასებში იქნება –   ერევნის მერი

ჩვენ ვმუშაობთ, რომ  რეგიონში ერევანი ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კულტურულ მიმართულებად გახდეს.  ამის შესახებ ერევნის მერმა ტიგრან ავინიანმა Forbes-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ გავაფართოვეთ პირდაპირი რეისები Ryanair-თან და Wizz Air-თან და ვამატებთ ახალ მარშრუტებს ნეაპოლში, მალე კი მადრიდში, რაც ქალაქს უფრო ხელმისაწვდომს ხდის“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, ერევნის ღვინის დღეები ყოველწლიურად 120 ათასზე მეტ ვიზიტორს იზიდავს.

„ერევნის ბალეტის ფესტივალი და ოქროს გარგარის კინოფესტივალი ქალაქს გლობალურ აღიარებას ანიჭებს, რადგან ცნობილ კულტურულ მოღვაწეებს მასპინძლობს. წელს ბოლშოისა და მარიინსკის თეატრების  ღია ცის ქვეშ გამართულმა წარმოდგენებმა ქალაქი მსოფლიო დონის არენად აქცია. ჯაზ-ფესტივალი ასევე საყვარელ ადგილად იქცა როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ვიზიტორებისთვის. „კონდსა და კასკადში ინვესტიციებით, ასევე   კულინარიული და ღვინის სცენით, ერევანი სწრაფად იქცევა ელეგანტურ და სტუმართმოყვარე  დანიშნულების ადგილად“, – დასძინა ავინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button