
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს ეწვევა. ეს მისი პირველი რეგიონული ვიზიტია ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის რანგში.
ვალტონენი სამი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. ვიზიტის დროს განხილული იქნება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებასთან და საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და დემოკრატიის განმტკიცებისკენ მიმართულ ძალისხმევას.







