სომხეთის ეროვნული პავილიონი გამოფენაზე მეორე საუკეთესო C კლასის პავილიონად აღიარეს

მსოფლიო უდიდესი გამოფენის„ EXPO 2025 – ოსაკა, კანსაი, იაპონია“-ს დახურვამდე გაიმართა უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენის დაჯილდოების ცერემონია. ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო იტყობინება.
დაჯილდოების ცერემონიაზე საერთაშორისო გამოფენების ბიურომ სომხეთის ეროვნული პავილიონი „გამოფენისა და დიზაინის“ კატეგორიაში მეორე საუკეთესო C კლასის პავილიონად აღიარა.
დაჯილდოების ცერემონია საერთაშორისო მონაწილეებს შორის ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება და ბიუროს დამოუკიდებელი ჟიური 6 თვის განმავლობაში აფასებს საერთაშორისო პავილიონებს წარმოდგენილი ზონების მიხედვით ორ ძირითად კატეგორიაში: „თემის შემუშავება“ და „გამოფენა და დიზაინი“.
2025 წელს მსოფლიო გამოფენა 13 აპრილიდან 13 ოქტომბრამდე იაპონიის ქალაქ ოსაკაში გაიმართა.
სომხეთი 2025 წლის მსოფლიო გამოფენაში მონაწილეობდა პავილიონით – „დღევანდელი და ხვალინდელი დღის ბურჯები“, რომელზეც წარმოდგენილი იქნა სომხეთის მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა და ინოვაციური პოტენციალი.







