პოლიტიკა

კრიტიკის ნაცვლად ბედნიერი ღიმილი: ეუთო თვალს ხუჭავს აზერბაიჯანში 400-ზე მეტ პოლიტიკურ პატიმარზე

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა ბაქოში ვიზიტის დროს არანაირი განცხადება არ გააკეთა აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის ან ანტიდემოკრატიული მოვლენების შესახებ. გამოქვეყნებული ფოტოებისა და X-ზე პოსტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სადაც ვალტონენი იღიმის და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელს ართმევს, აქცენტი მეგობრულ დიპლომატიურ კონტაქტზე გაკეთდა.

„დღეს ბაქოში პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ნაყოფიერი მოლაპარაკებები შედგა. გილოცავთ მშვიდობისკენ მიმართული შეთანხმებების მიღწევას და სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას. ეუთო მზადაა მხარი დაუჭიროს სამშვიდობო შეთანხმების განხორციელებას და ნდობის აღდგენის ზომებს“, – წერს ვალტონენი შეხვედრებიდან ფოტოების გამოქვეყნებისას.

ლოგიკური კითხვა ჩნდება: შეუძლიათ თუ არა ევროკავშირს ან ეუთოს გააკრიტიკონ ანტიდემოკრატიული ქმედებები და ადამიანის უფლებების დარღვევები სხვა ქვეყნებში, მაგალითად, საქართველოში, თუ თავად აზერბაიჯანში, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, 400-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია და პრაქტიკულად არ არის საუბარი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პატივისცემაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button