პოლიტიკა
სომხეთის ელჩმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილეს

16 ოქტომბერს, საქართველოში სომხეთის ელჩი აშოტ სმბატიანი შეხვდა საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელს ირაკლი კირცხალიას. როგორც საქართველოში სომხეთის საელჩოს Facebook გვერდი იუწყება, მხარეებმა განიხილეს სომხეთისა და საქართველოს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაფართოების საკითხები.







