საერთაშორისო

საქართველოს აზერბაიჯანელები  მოთხოვნებს აყენებენ

საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები მოითხოვენ, რომ სასწავლო გეგმიდან ამოღებულ იქნას საგნის „ეთნიკური უმცირესობების ენა“ და ჩანაცვლდეს საგნით „აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა“, იტყობინება აზერბაიჯანული მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, თუ პეტიცია საჭირო რაოდენობის ხელმოწერებს შეაგროვებს, ის გაეგზავნება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს. პეტიციის ავტორმა, ორგანიზაცია „მაარიფის“ ხელმძღვანელმა აიგულ ისაევამ განაცხადა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინადადება „აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა“ საგნის „ეთნიკური უმცირესობების ენა“ ტერმინით ჩანაცვლების შესახებ მიუღებელია და, სავარაუდოდ, ეწინააღმდეგება აზერბაიჯანელების განათლების უფლებას.

ნახეთ მეტი
Back to top button