მთავარიპოლიტიკა

ჩვენ არ ვეთანხმებით აზერბაიჯანის პირობებს   – სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ვაშინგტონის დეკლარაციაში სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ძირითად პრინციპებზე, რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს ბლოკადის მოხსნა და ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. ამის შესახებ სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა DW-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის ტერიტორიაზე განლაგებული ინფრასტრუქტურა უნდა ფუნქციონირებდეს სომხეთის იურისდიქციის ქვეშ, ხოლო აზერბაიჯანის ინფრასტრუქტურა – აზერბაიჯანის.

„ჩვენ ასევე მოვახდინეთ სამშვიდობო ხელშეკრულების პარაფირება, რაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. პარალელურად, ადგილზე მიმდინარეობს პროცესები. მაგალითად, დავიწყეთ სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დემარკაცია. უკვე განვსაზღვრეთ 12 კილომეტრიანი სასაზღვრო ხაზი. ეს უპრეცედენტოა. ჩვენ ასევე გვაქვს ურთიერთგაგება, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი. ჩვენ შევთანხმდით პრინციპებზე“, – დასძინა მინისტრმა.

მირზოიანმა აღნიშნა, რომ ეს არ არის მარტივი პროცესი; წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი დიდი ხნის წინ გაკეთდებოდა.

სომხეთმა და შეერთებულმა შტატებმა შეთანხმებას მიაღწიეს რკინიგზის ერთი მონაკვეთის ბედზე. ეს მონაკვეთი უნდა აშენდეს და შემდეგ ოლა უნდა განხორციელდეს  ამერიკულ-სომხური კონსორციუმით, რომელსაც, მაგალითად, შეუძლია დაიქირაოს მესამე კომპანია ყოველდღიური ოპერაციების განსახორციელებლად.

სატრანსპორტო კავშირებთან დაკავშირებით შემდეგი ნაბიჯი იქნება ამ პირობებზე შეთანხმება და შემდეგ დარჩენილი რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობის დაწყება. ეს შეიძლება იყოს მილსადენიც, მაგრამ აქ ნულიდან უნდა დავიწყოთ.

შემდეგი ეტაპია სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა. თუმცა, აქ არის ნიუანსი. სამწუხაროდ, აზერბაიჯანული მხარე სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისთვის  წინაპირობებს აყენებს. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით. გვაქვს კონტრარგუმენტები. მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენს კონსტიტუციასთან დაკავშირებით პრობლემაა. ეს მათი თვალსაზრისია.

მათ სურთ, რომ ჩვენ შევცვალოთ კონსტიტუცია. ეს არის პირობა, რომელსაც ჩვენ უარვყოფთ. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი კონსტიტუციის შესწორების ან ახალი კონსტიტუციის მიღების შესახებ. ჩვენ გავაკეთეთ პოლიტიკური განცხადება.

სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში არაფერია ისეთი, რაც შეიძლება აზერბაიჯანის წინააღმდეგ ტერიტორიულ პრეტენზიებზე მიუთითებდეს.

აზერბაიჯანული მხარის მიერ წამოჭრილი პრობლემა უბრალოდ არ არსებობს. თუმცა, აზერბაიჯანი ამაში პრობლემას ხედავს, ამიტომ წინაპირობები წამოაყენა. ჩვენ ამ პირობას არ ვეთანხმებით, მაგრამ, როგორც ვთქვი, 2018 წლიდან ვსაუბრობთ სომხეთის ახალი კონსტიტუციის შესწორებაზე ან მიღებაზე. კომისია უკვე ასრულებს თავის მუშაობას და, სავარაუდოდ, ამ საკითხზე რეფერენდუმს 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩავატარებთ.

ჩვენ მზად ვართ დაუყოვნებლივ მოვაწეროთ ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას“, – დასძინა მირზოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button