სექტემბერში სომხეთში ინფლაცია 3.7 პროცენტით გაიზარდა

2025 წლის სექტემბერში სომხეთში ინფლაცია წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 3.7 პროცენტით მეტი იყო. აგვისტოსთან შედარებით, ფასები 0.1 პროცენტით გაიზარდა. Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სომხეთში ეკონომიკური მოვლენების რეგულარულ ყოველთვიურ შეჯამებაშია ნათქვამი.
ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ ანალიზში ნათქვამია, რომ სექტემბერში დაფიქსირებული ინფლაცია ძირითადად საკვებისა და უალკოჰოლო სასმელების ფასების ზრდით არის განპირობებული, რომელთა ფასიც წლიურად 5.8 პროცენტით გაიზარდა.
შემოდგომის პირველ თვეში ინფლაციაში ასევე შეიტანეს წვლილი ჯანდაცვის (3.5 პროცენტი) და ტრანსპორტის (4.1 პროცენტი) სექტორებმა, რომლებიც ერთად სამომხმარებლო კალათის 18 პროცენტს შეადგენენ.
16 სექტემბერს სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა რეფინანსირების განაკვეთის 6.75 პროცენტზე დატოვება, თანდათანობითი შემცირების პერიოდის გამოცხადებით. რეფინანსირების განაკვეთის მომდევნო 12 თვის განმავლობაში, სავარაუდოდ, დაახლოებით 6.25 პროცენტამდე გაიზრდება.







