
სომხეთის რესპუბლიკა მიესალმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებას სომხეთის მიმართულებით ტვირთების ტრანზიტის შეზღუდვების მოხსნის თაობაზე. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა.
„ამ ნაბიჯს უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონული კომუნიკაციების გახსნის, ურთიერთნდობის განმტკიცებისა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციისთვის, ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად“, – Armenpress-ის ცნობით, აღნიშნა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა.







