ეკონომიკა

ტემპი უნდა ავაჩქაროთ, რათა არ დავკარგოთ ის ტვირთები და სატრანზიტო პოტენციალი, რომელიც გვაქვს – ლევან ვეფხვაძე

bpn.ge წერს, რომ გლობალურ კონკურენტულ გარემოში, ცხადია, რომ ისე ტემპები, რომელიც ჩვენ გვჭირდება, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანები, კიდევ უფრო მეტად უნდა ავაჩქაროთ. ეს უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავკარგოთ ის ტვირთები და სატრანზიტო პოტენციალი, რომელიც ჩვენ გვაქვს – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა. ამის ის თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმს“ გამოეხმაურა.

“ასეთი ტიპის ფორუმები ძალიან მნიშვნელოვანია სადისკუსიოდ იმ თემატიკაზე, რომელიც ინვესტიციების მოზიდვაში კომპანიებს, ქართულ ბიზნესს დაეხმარება. ეს არის ლოჯისტიკური საკითხები, ენერგეტიკა და ა.შ. ყველა ის მიმართულება, რაც ქვეყანაში აქტიურად ვითარდება და შესაბამისად, სადაც არის პერსპექტივა, რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ. მეორე არის სწორედ იმ ქვეყნებიდან ოფიციალური პირების ჩამოსვლა საიდანაც ველით ამ ინვესტიციებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათთან ერთად იყოს ეს დებატები, ეს დისკუსია და საუბარი და იმ პერსპექტივების დანახვა, რომელიც ყველას ერთად გვაქვს რეგიონში, რომ ყველა ერთად ეკონომიკურად განვვითარდეთ.

გლობალურ კონკურენტულ გარემოში, ცხადია, რომ ისე ტემპები, რომელიც ჩვენ გვჭირდება, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანები, კიდევ უფრო მეტად უნდა ავაჩქაროთ. ეს უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავკარგოთ ის ტვირთები და სატრანზიტო პოტენციალი, რომელიც ჩვენ გვაქვს. ცხადია, ამაზე ვმუშაობთ ყველანი ერთად. მათ შორის კერძო ინვესტორებთან, მათ შორის მთავრობებს შორის ურთიერთობაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ასეთი ტიპის შეთანხმებები მოხდეს. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ეს ტემპები იქნება მიღწეული”, – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

გლობალურ კონკურენტულ გარემოში, ცხადია, რომ ისე ტემპები, რომელიც ჩვენ გვჭირდება, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანები, კიდევ უფრო მეტად უნდა ავაჩქაროთ. ეს უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავკარგოთ ის ტვირთები და სატრანზიტო პოტენციალი, რომელიც ჩვენ გვაქვს.

შეგახსენებთ, რომ 22-23 ოქტომბერს საქართველოს დედაქალაქში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ ტარდება. ფორუმი წელს უკვე მეხუთედ იმართება. მასში მონაწილეობას იღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ცნობისთვის, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ამ პერიოდის განმავლობაში ფორუმი ჩამოყალიბდა საერთაშორისო ბრენდად და მაღალი დონის პლატფორმად სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ასევე ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button