
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ახლო მომავალში ყაზახეთს ეწვევა. Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ ეროვნულ კრებაში „სომხეთის რესპუბლიკის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.
„ახლო მომავალში იგეგმება ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი ყაზახეთში“, – განაცხადა მირზოიანმა.







