ეკონომიკა

2026 წელს სომხეთი ევროკავშირისგან დაახლოებით 18.4 მილიარდ დრამს კრედიტს მიიღებს. ფინანსთა სამინისტრო

2026 წელს სომხეთი ევროკავშირისგან სულ 18 მილიარდ 399 მილიონ დრამს (დაახლოებით 48 მლნ 480ათას აშშ დოლარს) კრედიტს მიიღებს. ამის შესახებ 27 ოქტომბერს, ეროვნული კრების მუდმივი კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა, ვაჰე ჰოვანესიანმა.

აქედან პირდაპირი სესხები 14 მილიარდ დრამს (დაახლოებით 36 მლნ 8432 ათას აშშ დოლარს) შეადგენს, დანარჩენი თანხები კი თანადაფინანსების ფარგლებში გამოიყოფა.

„ეს პროგრამები ერთდროულად რამდენიმე ძირითადი მიმართულებით განხორციელდება“, – თქვა ჰოვანესიანმა და დააზუსტა, თუ რომელ მიმართულებებზეა საუბარი.

გარდა ამისა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2025 წელს ევროკავშირმა სომხეთს 17 მილიარდ 525 მილიონი დრამის (დაახლოებით 46 მლნ 118 ათას აშშ დოლარის) კრედიტი გამოუყო. რაც შეეხება გრანტებს, მათი მოცულობა თითქმის 400 მილიონი დრამით (დაახლოებით 1 მლნ 52 ათასი აშშ დოლარით) შემცირდა და 949 მილიონ დრამს (დაახლოებით 2 მლნ 497 ათასი აშშ დოლარს) შეადგენს. აქედან 776 მილიონი დრამი (დაახლოებით 2 მლნ 42 ათასი აშშ დოლარი) ფაქტობრივი გრანტია, ხოლო 173 მილიონი დრამი (455 ათას 275 აშშ დოლარი) თანადაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი თანხებია.

ნახეთ მეტი
Back to top button