ეკონომიკა

2026 წელს 4 ტონა ოქროს მოვიპოვებთ. სრ ფინანსთა მინისტრი

სომხეთში 2026 წელს გადამამუშავებელი მრეწველობისა და სამთო მოპოვების მოცულობის ზრდა იგეგმება.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ „სომხეთის რესპუბლიკის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას ეროვნული ასამბლეის მუდმივი კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა სრ ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვანესიანმა .

„2026 წელს სომხეთში გადამამუშავებელი მრეწველობისა და სამთო მოპოვების მოცულობის ზრდა იგეგმება. ამულსარს ამ ზრდაზე თავისი გავლენა აქვს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 2026 წელს 4 ტონა ოქროს მოვიპოვებთ“, – თქვა ჰოვანესიანმა.

ამულსარის მაღაროს განვითარების პროგრამაში ინვესტიციების ჯამური მოცულობა 750 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 250 მილიონი გათვალისწინებულია მშენებლობის დასასრულებლად და მაღაროს ექსპლუატაციის დასაწყებად. ამულსარში დადასტურებული მარაგი 73 ტონა ოქროსა და 294 ტონა ვერცხლს შეადგენს. საბოლოო პროდუქტი იქნება დორე, ოქროსა და ვერცხლის შენადნობი.

ნახეთ მეტი
Back to top button