აზერბაიჯანში დაკავებული სომხების საკითხი კვლავ სერიოზული პრობლემაა, რომელიც გადაჭრას საჭიროებს. სრ-ის სპიკერი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას

ერევანში გამართულ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სხდომაზე, ეროვნული ასამბლეის სპიკერი ალენ სიმონიანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების პროცესს, ვაშინგტონში ხელმოწერილ დეკლარაციას, ასევე რეგიონული თანამშრომლობის ახალ ინიციატივებს შეეხო.
“Armenpress”-ის ცნობით, სრ-ის სპიკერმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების კუთხით შესამჩნევი პროგრესია დაფიქსირებული, რასაც მოწმობს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ ვაშინგტონში 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტის მონაწილეობით ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაცია. იმავე დღეს, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების ტექსტის პარაფირებაც მოახდინეს.
“დეკლარაციის მიღება და სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება იმის სიგნალია, რომ მშვიდობა უკვე დამყარებულია. ამის მიუხედავად, ჰუმანიტარული საკითხების მთელი რიგი გადაუჭრელი რჩება. აზერბაიჯანში დაკავებული პირების, სამხედრო ტყვეების საკითხი კვლავ სერიოზული პრობლემაა, რომელიც გადაჭრას საჭიროებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პრიორიტეტია მრავალი დაკარგული პირის ბედის გარკვევა”, – აღნიშნა სიმონიანმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შედეგად, სომხეთი გააგრძელებს თანამშრომლობას შეერთებულ შტატებთან და ურთიერთშეთანხმებულ მესამე მხარეებთან „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ“ (TRIPP) ინიციატივის განხორციელებაში.
„TRIPP პროექტი გამომდინარეობს სომხეთის ხედვიდან, უზრუნველყოს შეუფერხებელი რეგიონული კომუნიკაცია მისი გამოცხადებული „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროგრამის მეშვეობით. ის ითვალისწინებს როგორც რკინიგზის განვითარებას, ასევე სომხეთს, აზერბაიჯანსა და მეზობელ ქვეყნებს შორის საავტომობილო გზების, მილსადენების, ელექტროგადამცემი ხაზებისა და საკომუნიკაციო კაბელების მშენებლობის პერსპექტივას“, – თქვა სიმონიანმა.
ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი მიესალმება ევროკავშირის ახალ სტრატეგიულ მიდგომას შავი ზღვის რეგიონის მიმართ, რაც, მისი თქმით, შეიძლება გახდეს ახალი იმპულსი გახდეს რეგიონული სტაბილურობისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის.







