პოლიტიკა

სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაცია დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან. ნიკოლ ფაშინიანი

მე ვერ ვისაუბრებ აზერბაიჯანის სახელით და ეს არ იქნება სწორი, მაგრამ თქვენ იცით, რომ ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ეს ჩვენი მისწრაფებების, ჩვენი ამბიციების ნათელი დასტურია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გუშინწინ, პარიზის მე-8 სამშვიდობო ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე სახელწოდებით „ლიდერობის გზაჯვარედინზე“, სადაც ისაუბრა კითხვაზე, შეიძლება თუ არა აზერბაიჯანთან შეთანხმება იყოს პირველი ნაბიჯი ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისკენ.
„ეს გარკვეულწილად დაკავშირებულია რეგიონის კიდევ ერთი ქვეყნის, საქართველოს, ევროპულ პერსპექტივასთან. ამ კანონის მიღება სომხეთში შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ ერთი წლის წინ საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ვერ ვიტყვი, რადგან ეს გეოგრაფიის საკითხიცაა, მაგრამ სომხეთის შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივები ძალიან მნიშვნელოვანია.

ნახეთ მეტი
Back to top button