მთავარიპოლიტიკა

სომხეთი მზადაა, თურქეთიდან აზერბაიჯანში მოძრავი სატვირთო მანქანებისთვის მარშრუტი გახსნას. ფაშინიანი

შესაძლოა, ბევრი ძალაა, რომელიც დაინტერესებული არ არის ამ საკომუნიკაციო მარშრუტების გახსნით, მაგრამ სინამდვილეში ყველა მოთამაშე ისარგებლებს ამ პროექტით. ამის შესახებ გუშინ პარიზის მე-8 მშვიდობის ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში, სახელწოდებით „ლიდერობის გზაჯვარედინზე“, „ტრამპის გზის“ პროგრამაზე საუბრისას განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
„შეხედეთ, ვაშინგტონში მიღებული სამშვიდობო დეკლარაციის თანახმად, აზერბაიჯანთან ჩვენი საკომუნიკაციო გზების გახსნის შედეგად, და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ ჩარჩოებში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების გახსნა მოხდება. რა გვექნება საბოლოოდ? ჩვენ გვექნება ღია საკომუნიკაციო გზები სპარსეთის ყურეს, ომანის ყურესა და შავ ზღვას შორის, გვექნება ახალი კავშირი კასპიის ზღვასა და ხმელთაშუა ზღვას შორის, გვექნება ახალი შესაძლებლობები. სომხეთს ექნება სარკინიგზო კავშირი ირანთან, სარკინიგზო კავშირი რუსეთთან და ცენტრალურ აზიასთან.
იცით, რა მოხდა ცოტა ხნის წინ, აზერბაიჯანმა გამოაცხადა, რომ ისინი ათავისუფლებენ ყველა შეზღუდვას სატრანზიტო ტრანსპორტირებაზე მათი ტერიტორიის გავლით სომხეთში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა და მე ძალიან ვაფასებ მას, რადგან ეს არის აზერბაიჯანის მიერ მიღებული ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება და ჩვენ ვაფასებთ ამას.
ჩვენ ასევე მზად ვართ გავხსნათ ჩვენი საკომუნიკაციო გზები აზერბაიჯანისთვის და ახლახან გამოვაცხადე, რომ მზად ვართ უზრუნველვყოთ მარშრუტი სატვირთო მანქანებისთვის თურქეთიდან აზერბაიჯანში და სატვირთო მანქანებისთვის აზერბაიჯანიდან თურქეთში.

მესმის, რომ შეიძლება არსებობდნენ ძალები, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი ჩვენი რეგიონალური საკომუნიკაციო გზების გახსნით, მაგრამ სინამდვილეში ეს პროექტი სასარგებლოა ყველა მოთამაშისთვის“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button