სომხეთი ოფიციალურად შეუერთდა საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მედიის საერთაშორისო ფონდს

პარიზის მე-8 სამშვიდობო კონფერენციის ფარგლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მედიის საერთაშორისო ფონდის (IFPIM) აღმასრულებელმა დირექტორმა ნიშანტ ლალვანიმ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს.
Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
დოკუმენტის ხელმოწერით, სომხეთი ოფიციალურად შეუერთდა ფონდს, როგორც სამიზნე რეგიონის წევრი ქვეყანა, რაც მას საშუალებას მისცემს ხელი შეუწყოს მედიაწიგნიერებას სომხეთში, ასევე დამოუკიდებელი და ფაქტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის განვითარებას.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით დელეგაციის შემადგენლობაში, პარიზის მე-8 სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად 29-30 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით პარიზში იმყოფება.







