
ბაქოში დასრულდა არცახის უკანონოდ დაკავებული სამხედრო და პოლიტიკური ლიდერების (მთიანი ყარაბაღის ყოფილი პრეზიდენტები არაიკ ჰარუთიუნიანი, ბაკო სააკიანი და არკადი ღუკასიანი, მთიანი ყარაბაღის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე დავით იშხანიანი, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით მანუკიანი, მთიანი ყარაბაღის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევონ მნაცაკანიანი და სხვები) საჩვენებელი სასამართლო პროცესი.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შემდეგი სასამართლო სხდომა 3 ნოემბერს დაინიშნა, რომლის დროსაც ბრალმდებლები ბრალდების სიტყვას წარმოთქვამენ, რასაც მოჰყვება არცახის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერების გამოსვლები.
მთიანი ყარაბაღის ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, რუბენ ვარდანიანის საქმე გამოყოფილია საერთო წარმოებიდან. ის ჯერ არ დასრულებულა.







