კულტურა

45 ქვეყნიდან 120 ფილმი –   ბავშვთა და ახალგაზრდობის ფილმების 21-ე საერთაშორისო ფესტივალი „როლანი“

ბავშვთა და ახალგაზრდობის ფილმების 21-ე საერთაშორისო ფესტივალი „როლანი“ სომხეთის რესპუბლიკაში 4-8 ნოემბერს გაიმართება, რომელიც საკმაოდ მდიდარი პროგრამით გამოირჩევა. „არმენპრეს“-ის პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე, სომხეთის ბავშვთა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალის „როლანისა“ და „როლან ბიკოვის“ ფონდის პრეზიდენტმა, ნუნე მანუკიანმა, აღნიშნა, რომ წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ჟანრისა და შინაარსის 40-ზე მეტი ფილმი.

„წელს უპრეცედენტო რაოდენობის განაცხადი მივიღეთ. დაახლოებით 50 ქვეყნიდან 850 ფილმის განაცხადი შემოვიდა. ფესტივალის პროგრამაში 45 ქვეყნიდან არჩეული იქნა 120 ფილმი . შერჩეულ ფილმებს მრავალფეროვანი გზავნილები აქვთ: სიკეთე, ოპტიმიზმი, ზრუნვა, იმედი, რწმენა“, – თქვა ნუნე მანუკიანმა.

ნუნე მანუკიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფესტივალს რეგიონალური კომპონენტიც აქვს. გახსნის ცერემონია ერევანში გაიმართება, ჩვენებები ჩატარდება  შირაკისა და ლორის რეგიონებში.

ფესტივალი გაიხსნება ანიმაციური ფილმის „ზღაპრები ჯადოსნური ბაღიდან“ პრემიერით (ჩეხეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, საფრანგეთი, 2025). ფილმის პრემიერა ასევე შედგა ბერლინის კინოფესტივალის გახსნის ცერემონიაზე.

21-ე ფესტივალი „როლანი“  ერთგულია თავისი ფორმატისა და წელს ბავშვთა და ახალგაზრდული ჟიურიც მხოლოდ ბავშვებითა და მოზარდებით იქნება დაკომპლექტებული. წელს ფესტივალის პროგრამაში ასევე შედის არასაკონკურსო ნომინაცია „ბავშვები ბავშვებისთვის“, სადაც წარმოდგენილია ბავშვებისა და მოზარდების მიერ გადაღებული საუკეთესო ფილმები ბავშვებისთვის.

„ჩვენი უხუცესების“ საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამა მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: „ფრუნზიკ მკრტჩიანი“. დოკუმენტური ფილმების „სერიოზული ღიმილით“ და „კალენცების“ სპეციალური ჩვენებები. ანიმაციური ფილმი „ეს მშვენიერი ცხოვრებაა“ (ჩეხეთი, სლოვაკეთი, საფრანგეთი, 2024), რომელმაც ანსის ფესტივალის ჯილდო მოიპოვა, ექსკლუზიური უფლებებით იქნება ნაჩვენები.

 ფესტივალის ერევნის პრემიერებს შორის ასევე იქნება ფილმი „ბარტალის ველოსიპედი“ (იტალია, ინდოეთი, ირლანდია, 2024), რომელმაც მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო მოიპოვა.

ფესტივალის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის ოფიციალურ ვებსაიტსა და სოციალურ პლატფორმებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button