პოლიტიკა

სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია უმჯობესდება –  შოიგუ

სამხრეთ კავკასიის რეგიონში სიტუაცია უმჯობესდება, სამშვიდობო პროცესის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია 3+3 პლატფორმის საკონსულტაციო-რეგიონული ჯგუფის მუშაობის განახლება. 

ამის შესახებ როგორც სააგენტო TASS-ი წერს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.

„ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია უმჯობესდება. უფრო მეტიც, ჩვენ იქიდან გამომდინარე, რომ სამშვიდობო პროცესს, პირველ რიგში, რეგიონული ხასიათი უნდა ჰქონდეს. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია 3+3 პლატფორმის საკონსულტაციო-რეგიონული ჯგუფის მუშაობის განახლება“, – აღნიშნა მან დსთ-ს წევრი სახელმწიფოების უშიშროების საბჭოების მდივნების მე-13 შეხვედრაზე მოსკოვში.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში ტრანსპორტისა და კომუნიკაციების განბლოკვას დიდი მნიშვნელობა აქვს, რაზეც შეთანხმება სამმხრივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იქნა მიღწეული.

 დსთ-ს უშიშროების საბჭოს მდივნების შეხვედრით მთავრდება საერთაშორისო ფესტივალი „რუსეთისა და დსთ-ს ხალხები“, რომელიც მოსკოვში 31 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე მიმდინარეობდა.

ნახეთ მეტი
Back to top button