პოლიტიკა

ინდოელი დიპლომატი სომხეთსა და პაკისტანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ნორმალურ პროცესად მიიჩნევს

ინდოეთის ყოფილი ელჩი იორდანიაში, ლიბიასა და მალტაში, ანილ ტრიგუნაიათი მიიჩნევს, რომ სომხეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობები სტრატეგიული ხასიათისაა. ამის შესახებ ინდოელმა დიპლომატმა Armenpress-ის კორესპონდენტთან ინტერვიუში განაცხადა.

„ინდოეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები თანამედროვე ტერმინოლოგიით შეიძლება სტრატეგიულად შევაფასოთ. ძალიან მიხარია, რომ ისინი სწორი მიმართულებით წავიდნენ. თქვენ იცით, რომ ინდოეთსა და სომხეთს ურთიერთობები ძვ.წ. მეორე საუკუნიდან აქვთ, ხოლო შუა საუკუნეებში ორ ერს შორის ძალიან განვითარებული ურთიერთობები იყო.

ინდოეთში განვითარებული სომხური თემებია და ინდოელების დიდი რაოდენობა ახლა სომხეთშია. მე-20 საუკუნეში ურთიერთობები ძირითადად საბჭოთა კავშირის გავლით ხდებოდა. თუმცა, როგორც კი სომხეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა, ის მაშინვე ინდოეთმა აღიარა. ჩვენ ყოველთვის ვინარჩუნებდით ჩვენს კონტაქტებს“, – თქვა დიპლომატმა.

2025 წლის 31 აგვისტოს სომხეთმა და პაკისტანმა ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ გამოაცხადეს. ინდოელი დიპლომატი ამას ნორმალურ პროცესად მიიჩნევს და ხაზს უსვამს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება დაამყაროს კავშირები სხვა სახელმწიფოებთან.

 „ნორმალურია, როდესაც ქვეყნები აფართოებენ ორმხრივ ურთიერთობებს. ამაში ცუდი არაფერია. სინამდვილეში, ერთადერთი პრობლემა, რაც ინდოეთს პაკისტანთან აქვს, არის სასაზღვრო ტერორიზმის ინდოეთის ტერიტორიაზე გადატანა, როგორც მათი საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი.  ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა მათთან. პაკისტანს ამდენ ქვეყანასთან აქვს ურთიერთობა. ყველა ერს, სახელმწიფოს აქვს უფლება განავითაროს თავისი პარტნიორობა. დღეისათვის ჩვენ პაკისტანში საელჩოც კი გვაქვს, რომელიც, თუმცა, არ ფუნქციონირებს. ტერორიზმის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა ინდოეთის პოლიტიკაა და თუ ისინი უარს იტყვიან ამ ნაბიჯებზე, ჩვენ ძალიან მეგობრულად ვიქნებით მათ მიმართ“, – განაცხადა ელჩმა ანილ ტრიგუნაიატმა.

ნახეთ მეტი
Back to top button