საერთაშორისო

რუსი სამშვიდობოები წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი ყარაბაღში ოპერაციის დაწყების შესახებ  –  ბაირამოვი

2023 წელს ყარაბაღში მყოფი რუსი სამშვიდობოების სარდლობა ოპერაციის შესახებ მის დაწყებამდე 10-15 წუთით ადრე იყო ინფორმირებული. როგორც Report იუწყება, ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა საზოგადოებრივ ტელევიზიასთან (ITV) ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამშვიდობოები ინფორმირებულნი იყვნენ საფრთხის შესახებ და ურჩიეს, უფრო უსაფრთხო ადგილებში ან ყაზარმებში გადასულიყვნენ. ბაირამოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხების ყარაბაღიდან წასვლის შემდეგ, გაჩნდა კითხვა იქ სამშვიდობოების ყოფნის მიზანშეწონილობის შესახებ. ბაირამოვმა გაიხსენა, რომ სამმხრივი განცხადების პირობების თანახმად, თუ ერთ-ერთი მხარე არ მიაწვდიდა  ინფორმაციას ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე, სამშვიდობოების საქმიანობა კიდევ ხუთი წლით უნდა გაგრძელებულიყო.

„ეს ვადა 2025 წლის 10 მაისს დადგა. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში რუსი სამშვიდობოები აღარ იმყოფებოდნენ, წმინდა იურიდიული თვალსაზრისით, რათა მოგვიანებით არავის ჰქონოდა კითხვები, ჩვენ მიმდინარე წლის 30 აპრილს რუსულ მხარეს ოფიციალური ნოტა გავუგზავნეთ და სრულად ავუხსენით სიტუაცია. ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ მათი მანდატი მთლიანად გაუქმდებოდა“, – აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button