პოლიტიკა

დაავადებები შეიძლება აშშ-ის ვიზებზე უარის თქმის საფუძველი გახდეს

ტრამპის ადმინისტრაცია ახალ წესებს აწესებს, რომლებიც ქრონიკული დაავადებების მქონე უცხოელებს, მათ შორის დიაბეტის, სიმსუქნის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს, ვიზებზე უარის თქმას შესაძლებელს ხდის.

KFF Health News-ის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზის გაცემის ოფიცრებს ავალებს, ასეთი განმცხადებლები „მთავრობისთვის პოტენციურ ტვირთად“ მიიჩნიონ, თუ მათი მკურნალობა მნიშვნელოვან ხარჯებს მოითხოვს.

გარდა ამისა, შეფასება ახლა არა მხოლოდ განმცხადებლის, არამედ მისი ოჯახის ჯანმრთელობასაც გაითვალისწინებს.

იურისტები აფრთხილებენ, რომ ახალი რეგულაციები ფაქტობრივად ვიზის გამცემ ოფიცრებს ფლებას აძლევს, უარი თქვან განაცხადების მიღებაზე მათი მომავალი ჯანმრთელობის შესახებ ვარაუდების საფუძველზე.

ნახეთ მეტი
Back to top button