საერთაშორისო

ევროკომისიამ საქართველო ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე არ მიიწვია

ევროკომისიამ საქართველოს წარმომადგენლები ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე არ მიიწვია, რომელიც მომავალ კვირას ბრიუსელში გაიმართება.

„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, გიიომ მერსიემ, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ევროკავშირის გაფართოების შესახებ ადრე გამოქვეყნებულ ანგარიშში ევროკომისიამ განაცხადა, რომ ამჟამად საქართველოს მხოლოდ ევროკავშირის წევრობის ნომინალურ კანდიდატად მიიჩნევს. ევროკომისიას შეუძლია დაადასტუროს, რომ საქართველო გაფართოების კონფერენციაზე არ არის მიწვეული“, – ციტირებს მის სიტყვებს „TASS“-ი.

მერსიემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკომისია საქართველოს დემოკრატიული ნორმებისა და ევროპული ღირებულებებისგან უკან დახევაში ადანაშაულებს. ევროკომისიის ევროკავშირის გაფართოების მხარდაჭერის კონფერენცია 18 ნოემბერს ბრიუსელში კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება.

ნახეთ მეტი
Back to top button