პოლიტიკა
დსთ-სა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრა ახალ წლამდე სანქტ-პეტერბურგში გაიმართება: პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დსთ-სა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ხელმძღვანელების არაფორმალური შეხვედრა ტრადიციულად ახალ წლამდე სანქტ-პეტერბურგში გაიმართება, იუწყება TASS.
მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება კრემლში, ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან მოლაპარაკებების დაწყებისას გააკეთა.
„ჩვენ უნდა შევხვდეთ სანქტ-პეტერბურგში, დსთ-სა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელმძღვანელებთან ტრადიციულ წინასაახალწლო შეხვედრაზე“, – განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ ტოკაევი ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით რუსეთში იმყოფება.







