
სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი ინდოეთში მსხვილი საინჟინრო კომპანია „HBL India“-ს წარმომადგენლებს შეხვდა. Armenpress-ის ცნობით, მინისტრმა ამის შესახებ Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის საშუალებით განაცხადა.
გევორგ პაპოიანმა სომხეთის საინვესტიციო გარემო წარადგინა და სომხეთში ელექტროაკუმულატორების წარმოების ქარხნის შექმნის შესაძლებლობის განხილვა შესთავაზა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთში ვაჰაგნ აფიანი.







