მთავარიპოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ყაზახეთს ეწვევა

ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მოწვევით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 20-21 ნოემბერს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

ამის შესახებ სააგენტო „კაზინფორმი“ ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იტყობინება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები.

განხილული იქნება ყაზახეთსა და სომხეთს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები.

ნახეთ მეტი
Back to top button