მთავარიპოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 20-21 ნოემბერს ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით დაჰყოფს,

როგორც  სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებული პრესრელიზი იტყობინება, ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან კერძო შეხვედრას გამართავს, რასაც გაფართოებული ფორმატის შეხვედრა მოჰყვება. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბექტენოვს და ყაზახეთის პარლამენტის მაჯილისის თავმჯდომარეს იერლან კოშანოვს.

დაგეგმილია ასტანას ექსპოს, ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ცენტრი  alem.ai-ს და ყაზახეთის ეროვნული მუზეუმის მონახულება.

ნახეთ მეტი
Back to top button