პოლიტიკა
ეუთოს მინსკის ჯგუფი 1 დეკემბერს ოფიციალურად წყვეტს საქმიანობას

ეუთოს მინსკის ჯგუფი ოფიციალურად წყვეტს საქმიანობას 1 დეკემბერს. Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ ეუთომ აზერბაიჯანული სააგენტო APA-ს მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა.
„მინისტრთა საბჭოს მიერ 2025 წლის 1 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მინსკის პროცესის შესაწყვეტად ნაბიჯები იდგმება“, – აღნიშნეს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და დასძინეს, რომ პროცესი 1 დეკემბერს დასრულდება.
ეუთოს მინსკის პროცესი 1992 წელს დაიწყო აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად. მთავარი ფორმატი იყო მინსკის ჯგუფი, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. 8 აგვისტოს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ვაშინგტონში ხელი მოაწერეს ერთობლივ განაცხადს ეუთოსადმი მინსკის ჯგუფის დაშლის შესახებ.







