სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრი სომხეთში მოქმედი ამერიკული ტრანსნაციონალური ნახევარგამტარული კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრი მხითარ ჰაირაპეტიანი საქმიანი საუზმის ფორმატში სომხეთში მოქმედი ამერიკული ტრანსნაციონალური ნახევარგამტარული კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა.
„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ მხითარ ჰაირაპეტიანმა თავის Facebook გვერდზე დაწერა.
„დისკუსია ნახევარგამტარული სექტორის განვითარებასთან, ტექნოლოგიების ექსპორტისა და იმპორტის კონტროლის პროცედურებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხებს შეეხო. ასევე, ვისაუბრეთ სომხეთსა და აშშ-ს შორის ვაშინგტონში 8 აგვისტოს ხელმოწერილი ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარების სფეროში ინოვაციური პარტნიორობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმიდან გამომდინარე ახალ შესაძლებლობებზე და ამ კონტექსტში ჩვენს მომავალ ქმედებებზე“, – წერს მინისტრი.
შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ამ ფორმატის ღონისძიებების მნიშვნელობას, როგორც პლატფორმას სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ღია, ეფექტური და უწყვეტი დიალოგის უზრუნველსაყოფად. შეხვედრის დასასრულს, მიღწეული იქნა შეთანხმებები ერთობლივი მუშაობის გაგრძელებისა და კოორდინირებული მიდგომების შემუშავების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს სომხეთის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაზრდას.
ბიზნეს საუზმე „ინვესტიციების მხარდაჭერის ცენტრის“ ფონდის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ BTA-ს მინისტრის მოადგილე რუბენ სიმონიანი, ასევე Synopsys-ის, AMD-ის, CISCO-ს, Emerson-ის (NI), Siemens-ის კომპანიების, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ტექნოლოგიური ასოციაციების წარმომადგენლები.







