მთავარიპოლიტიკა

ამ ეტაპზე სომხეთი არ განიხილავს კუხო-დან გამოსვლის საკითხს

ამ ეტაპზე სომხეთი არ განიხილავს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლის შესაძლებლობას.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მნაცაკან საფარიანმა, შეეხო რა ერევნის პოლიტიკას არ მონაწილეობდეს კუხო-ს სამიტებში, მაგრამ ხელი არ შეუშალოს დოკუმენტების მიღებას.

საფარიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის პოზიცია უკვე გამოცხადებულია․ ერევანი არ მონაწილეობს კუხო-ს მუშაობაში, თუმცა არ ბლოკავს გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.

„სომხეთი აყალიბებს საკუთარ საგარეო პოლიტიკას ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და არსებული ვითარების შეფასების საფუძველზე. გამოცხადებულია სომხეთის ბალანსირების პოლიტიკა, და მიღებული გადაწყვეტილებებიც სწორედ ამ ჩარჩოს შეესაბამება“, – განაცხადა მოადგილემ.

როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ რჩება სომხეთი კუხო-ში, მიუხედავად იმისა, რომ აღარ მონაწილეობს ორგანიზაციის მუშაობაში, საფარიანმა უპასუხა:

„ამ ეტაპზე პოლიტიკა ასეთია. თუ დამატებითი პოზიციები ან ნაბიჯები იქნება, ამის შესახებ აუცილებლად გავავრცელებთ ინფორმაციას“.

კითხვაზე, არის თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტროს დღის წესრიგში კუხო-დან გამოსვლის საკითხი, მან უპასუხა:
„ამგვარი საკითხი ამ დრომდე არ დასმულა. თუ შესაბამისი განვითარებები მოხდება, ყველას ეცოდინება“.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სომხეთი არ მიიღებს მონაწილეობას 27 ნოემბერს ყირგიზეთში გასამართ კუხო-ს სამიტში, თუმცა ერევანი არ ეწინააღდეგება სამიტზე შეთანხმებული დოკუმენტების მიღებას.

ნახეთ მეტი
Back to top button