პოლიტიკა
ამერიკელმა დიპლომატმა TRIPP-ის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ისაუბრა

თბილისში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს შეხვდა.
ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო იტყობინება. აღნიშნულია, რომ სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება და აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
ასევე განიხილეს საკითხი, თუ როგორ შეუძლია საქართველოს მხარი დაუჭიროს პროექტს „ტრამპის გზა – საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP).







