მთავარისაზოგადოება
44-დღიანი ომის შედეგად 3,833 ადამიანი დაიღუპა. სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე

2020 წლის 44-დღიანი ომის შედეგად 3,833 ადამიანი დაიღუპა (მათ შორის 78 მშვიდობიანი მოქალაქე, 3,755 სამხედრო მოსამსახურე). ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა თავის Facebook გვერდზე დაწერა.
„191 ადამიანის (მათ შორის 172 სამხედრო მოსამსახურის და 19 მშვიდობიანი მოქალაქის) ადგილსამყოფელი უცნობია.
მარადიული დიდება ჩვენს მოწამეებს“, – წერს სიმონიანი.







