საზოგადოება

სომხეთის რესპუბლიკის საელჩომ თბილისში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ახალი წლის საქველმოქმედო ბაზრობაში

თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWA Georgia) მიერ ორგანიზებული ტრადიციული ახალი წლის საქველმოქმედო ბაზრობა, რომელშიც თავისი პავილიონით მონაწილეობდა სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.

ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საელჩოს ცნობით, პავილიონში წარმოდგენილი იყო სომხური პროდუქციის, ტრადიციული კერძებისა და სასმელების ფართო არჩევანი.

ბაზრობაზე საკუთარი ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს სომხეთიდან ჩამოსულმა ჰოვანეს შარამბეიანის სახელობის ხალხური ხელოვნების მუზეუმის ოსტატებმაც. აღსანიშნავია, რომ სომხურმა პავილიონმა ბაზრობის სტუმრების დიდი ინტერესი გამოიწვია.

ნახეთ მეტი
Back to top button