პოლიტიკა

თურქეთმა შესაძლოა სომხეთთან სახმელეთო საზღვარი ექვსი თვის განმავლობაში გახსნას: Bloomberg

Bloomberg-ი, საკითხთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ თურქეთი სომხეთთან სახმელეთო საზღვრის გახსნას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში განიხილავს.

სააგენტოს ცნობით, თურქეთმა საზღვარი 1993 წელს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან სოლიდარობის ფონზე დახურა. Bloomberg-ის ცნობით, ბაქოსთან ურთიერთობებში დიპლომატიური პროგრესი და თურქეთთან საზღვრის გახსნა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, ივნისის არჩევნებში მნიშვნელოვან უპირატესობას მისცემს.

წყაროების ცნობით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ბაქო და ერევანი საბოლოოდ შეძლებენ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას, რის შემდეგაც თურქეთს შეუძლია ელჩის დანიშვნა სომხეთში და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.

8 აგვისტოს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ფაშინიანმა ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. იგი მოიცავს შვიდ პუნქტს, რომლებიც ხაზს უსვამენ ბაქოსა და ერევნის მშვიდობისკენ სურვილს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მხარეებმა მშვიდობის დამყარებისა და ურთიერთობების აღდგენის შესახებ შეთანხმებული ტექსტის პარაფირება მოახდინეს და მისი საბოლოო რატიფიკაციისთვის იმუშავებენ.

ნახეთ მეტი
Back to top button