პოლიტიკა

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი საბრძოლო დრონების გამოყენების გარდამტეხი მომენტი იყო. CNN

CNN-ის სტატიის თანახმად, დრონები სამხედრო ოპერაციების წინა პლანზე ბოლო ხანებში გამოჩნდნენ, ხოლო 2020 წელს მთიანი ყარაბაღის გარშემო მომხდარი კონფლიქტი მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი იყო.

„იმ დროს აზერბაიჯანის ჯარებმა სასოფლო-სამეურნეო ბიპლანები სატყუარა უპილოტო საფრენ აპარატებად აქციეს.

როდესაც სომხეთის საჰაერო თავდაცვამ ეს სატყუარები აღმოაჩინა და გაანადგურა, რამაც მათი ადგილმდებარეობა გამოავლინა, საბრძოლო დრონებმა და არტილერიამ სომხური საზენიტო სისტემები გაანადგურა. ამან საჰაერო სივრცეზე ბაქოს კონტროლი უზრუნველყო“, – ნათქვამია სტატიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button