პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი სომხეთს სტუმრობს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ვერნონ კოკერი ერევანს ეწვია, რათა სომხეთში დიდი ბრიტანეთის პირველი მუდმივი თავდაცვის ოფისი გაეხსნა.
ამის შესახებ სომხეთში ბრიტანეთის საელჩომ განაცხადა. „მინისტრ დაუტის აგვისტოში ვიზიტის შემდეგ, რომლის დროსაც გამოცხადდა დიდი ბრიტანეთი-სომხეთის ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე აყვანის განზრახვა, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ვერნონ კოკერი დღეს ერევანში იმყოფება, რათა სომხეთში დიდი ბრიტანეთის პირველი მუდმივი თავდაცვის ოფისი გახსნას“, – ნათქვამია სომხეთში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს დიდი ბრიტანეთის გრძელვადიან ერთგულებას სომხეთის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის მიმართ.







