
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, წერილით მიმართა.
„ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო,
მადლობას გიხდით თქვენი და პრეზიდენტ ალიევის ერთობლივი წერილისთვის, რომლითაც ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარვადგინე ჩემი კანდიდატურა. ღრმად ვაფასებ ამას, რაც გვაძლევს შთაგონებას, გავაგრძელოთ ჩვენი მნიშვნელოვანი მისია.
როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მე კვლავ ერთგული ვარ მთელ მსოფლიოში კონფლიქტების დასრულებისა და ყველა ადამიანისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის. თქვენი მუდმივი პარტნიორობით ჩვენ შეუძლებელს მივაღწევთ.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი მუდმივი მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია წერილში.







