
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 9-10 დეკემბერს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს გამართავს.
ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.
9 დეკემბერს პრემიერ-მინისტრი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან და გერმანიის ფედერალურ კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრებს გამართავს.
10 დეკემბერს ნიკოლ ფაშინიანი ჰამბურგში გაემგზავრება, სადაც მერ პიტერ ჩენჩერთან შეხვედრაა დაგეგმილი. პრემიერ-მინისტრი ჰამბურგის სავაჭრო პალატაში ადგილობრივ ბიზნესმენებს შეხვდება.







