
„ტათევის“ საბაგირო გზამ მეოთხედ მოიპოვა პრესტიჟული საერთაშორისო World Travel Awards-ის ჯილდო და გაიმარჯვა ნომინაციაში „მსოფლიოში წამყვანი საბაგირო გზა“.
„არმენპრეს“-ის ცნობით, სომხურმა საბაგირო გზამ წელს კვლავ აჯობა ბოლივიას, ბრაზილიის, ვიეტნამის, კანადის, ახალი ზელანდიის, აშშ-სა და სამხრეთ აფრიკის კონკურენტებს. ადრე „ტათევმა“ სომხეთს გამარჯვება მოუტანა იგივე ნომინაციაში 2021, 2023 და 2024 წლებში.

„ტათევის“ გამარჯვება ბაჰრეინში, World Travel Awards 2025-ის ოფიციალურ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდა. World Travel Awards-ის ჯილდო ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოდ ითვლება.
ის ყოველწლიურად აღიარებს და აჯილდოებს გლობალურ ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიებში გამორჩეულ მიღწევებს.

ჯილდოს ხშირად ტურიზმის „ოსკარს“ უწოდებენ, რადგან ის გადაეცემა ინდუსტრიის საუკეთესო პროექტებს სრულყოფილების, უმაღლესი ხარისხის მომსახურებისა და ინოვაციური მიდგომებისადმი ერთგულებისთვის.







