მთავარისაზოგადოება

სომხეთის გარემოს დაცვის სამინისტრომ CoP17-ის ოფიციალური ემბლემა წარადგინა

სომხეთში გასამართი CoP17-ის ოფიციალური ემბლემა უკვე მზადაა.

ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს პრესრელიზი გვაუწყებს.

„სომხეთის რესპუბლიკისთვის გარემოს დაცვის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო.  წარმოდგენილია CoP17-ის ოფიციალური ემბლემა. ემბლემის საფუძვლად შეირჩა ერევნის ლურჯი პეპელა, წითელი წიგნის ენდემური სახეობა, რომელიც დამახასიათებელია სომხეთის მაღალმთიანეთისთვის.

CoP17-ის ვიზუალური იდენტობა ყალიბდება პეპლის სასიცოცხლო ციკლის იდეის გარშემო: კვერცხი,  ჭია,  ჭუპრი  და პეპელა, რაც ბუნებრივი სისტემების უწყვეტობასთან, მრავალფეროვნებასთან და აღდგენის უნართან ასოცირდება. პეპლის კონტური შედგება 23 ფერისგან, რომლებიც შეესაბამება ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩოს მიზნებს, ასევე ერთი მთავარი ლურჯი ფერისგან, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს პეპლის იდენტობას.

ფერთა სქემა ხაზს უსვამს კონფერენციის მთავარ აქცენტს: ბუნების მდგრადობისა და სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფას მოქმედებით“, – ნათქვამია განცხადებაში. CoP17-ის სლოგანი, „მოქმედება ბუნებისთვის“, ასახავს მიმდინარე გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფოკუსს და მოუწოდებს ინიციატივებიდან მიზანმიმართულ და კოორდინირებულ მოქმედებაზე გადასვლისკენ.

ნახეთ მეტი
Back to top button