საზოგადოება
2025 წელი შესაძლოა დაფიქსირებულ სამ ყველაზე ცხელ წელს შორის იყოს: Copernicus

ევროპული დედამიწის დაკვირვებისა და რუკების შედგენის სამსახურის Copernicus-ის ანგარიშის თანახმად, 2025 წელი, სავარაუდოდ, დაფიქსირებულ ისტორიაში მეორე ან მესამე ყველაზე ცხელი წელი იქნება, რაც 2023 წლის ანალოგიურია.
მისი მონაცემებით, გასული თვე დაფიქსირებულ ისტორიაში მესამე ყველაზე თბილი ნოემბერი იყო, 2023 და 2024 წლების შემდეგ. დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურამ ნოემბერში 14.02 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, რაც 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე 0.65 გრადუსი ცელსიუსით მეტია.







