საზოგადოება

სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 161 კილოგრამი ჰეროინის გადატანის მცდელობა აღიკვეთა

ცოტა ხნის წინ, „აგარაკის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო გადასასვლელ პუნქტებში საბაჟო სამსახურისა და კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რენტგენის აპარატურის გამოყენებით ირანის ისლამური რესპუბლიკიდან სომხეთის რესპუბლიკაში შემოსულ  სატვირთო მანქანას და მის მისაბმელს საბაჟო შემოწმებას ჩაუტარეს, რის შედეგადაც გაჩნდა ეჭვი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის მიერ მართული სატვირთო მანქანის მისაბმელის წინა ნაწილში საიდუმლო განყოფილების არსებობასთან დაკავშირებით.

„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა განაცხადა. წყაროს ცნობით, ინფორმაცია სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებს გადაეცათ, რის შემდეგაც, სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო გადასასვლელ პუნქტებში საბაჟო სამსახურისა და კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, სატვირთო მანქანისა და მისაბმელის შემოწმება ჩატარდა. საბაჟო შემოწმების შედეგად, აღნიშნული სატვირთო მანქანის მისაბმელის წინასწარ მომზადებულ საიდუმლო განყოფილებაში აღმოაჩინეს 322 ცალი შავი პაკეტი,  რომლებიც გამჭვირვალე თვითწებვადი ლენტით იყო გადახვეული, მათი  საერთო წონა 161 კილოგრამს შეადგენადა.

ნარკოტიკების კონტრაბანდის საფუძვლიანი ეჭვით,   დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ა.ა., რომელიც წარდგენილი იქნა სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის სიუნიქის რეგიონულ საგამოძიებო დეპარტამენტში. თურქეთის მოქალაქე დააკავეს ინციდენტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომიტეტის სიუნიქის რეგიონულ საგამოძიებო დეპარტამენტში დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება გადაეცა სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის ადამიანებით ვაჭრობის, არასრულწლოვანთა სექსუალური იმუნიტეტის და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტს. სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად შეირჩა პატიმრობა.

 სრ სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა, რომ ზემოაღნიშნული 161 კილოგრამი ჰეროინი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით საქართველოში სატვირთო მანქანით უნდა გადაეტანათ. ამჟამად, სრ საბაჟო სამსახურის თანამშრომლები და საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნარკოტიკების გადაზიდვის თავიდან ასაცილებლად ფართომასშტაბიან საგამოძიებო და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ.

ნახეთ მეტი
Back to top button